ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების ხუთი წევრიდან ოთხმა წინასწარი ეტაპი წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში იასპარეზებს. რამაზ თურმანიძე (61 კგ), ბაგრატ გაგნიძე (86 კგ), დავით კოღუაშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

ტურნირზე დღეს იჭიდავა ოთარ ბაგაურმაც (74 კგ), მაგრამ იგი ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა. ქართველი ფალავანი რეპეშაჟში გადასვლის შანსს ინარჩუნებს.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. თურმანიძე თურქ ორმანოღლუს დაუპირისპირდება, გაგნიძე – მოლდოველ ბალანს, კოღუაშვილი – თურქ აკთურკს, ხოლო მანაშვილი – აზერბაიჯანელ ახმადოვს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ კონტინენტის პირველობაზე დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.