ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
სკოპიეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (55-63-77-87-130 კგ კატეგორიის) ფალავნები ჩაერთვებიან ასპარეზობაში. საქართველოს ღირსებას კი რამაზ სილაგავა (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) დაიცავენ.
წინასწარი შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ნახევარფინალური დაპირისპირებები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.
პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა თეიმურაზ ვანიშვილმა (61კგ). ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი რამაზ თურმანიძე (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) გახდნენ.