ევროპის 2022 წლის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის ექვს საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს | კალათბურთი
გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფიბა-ს ახალი კალანდრის დეტალებზე ისაუბრა. ქართველ გულშემატკივარს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატამდეც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩი ელოდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებს გამართავს.
პაატა გურასპაული: „ევრობასკეტის 2022 წელს გადაწევამ გამოიწვია ფიბა-ს მხრიდან ძალიან ბევრი ნიუნანსის გათვალისწინება. არ დაგვავიწყდეს, რომ საკვალიფიკაციო სათამაშო გვაქვს და დასამთავრებელი, რომელიც ჩვენ ბრწყინვალედ დავიწყეთ. იქნება თამაშები ნოემბერსა და თბერვალში. დარჩენილია წელიწადი და თვეები და უკვე ამ პერიოდში ჩაინიშნა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები. სანამ ვეროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება ჩვენს ნაკრებს მოუწევს გარანტირებული ექვსი მატჩის ჩატარება. ჩვენს გულშემატკივრებს 2022 წელს ექნებათ საშუალება, რომ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ადევნონ თვალი.“
პაატა გურასპაულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პროცესზეც ისაუბრა:
„რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ კალათბურთელებს. დუდა უკვე ჩამოვიდა, იმიტომ რომ პორტუგალიაშიც შეწყდა სეზონი, იგივე თორნიკე, იგივე გიორგი შერმადინი, ბექა. ისინი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად, როგორც შესაძლებლობაა, წესის დაცვით ვარჯიშობენ. საქართველოში მყოფ კლათბურთელებს ინდივიდუალური გრაფიკები აქვთ, ისინი ვარჯიშობენ. ისე განვითარდა მოვლენები, რომ სახელმწიფოსგან უკვე მალე ველოდებით ნებართვას, როდის შევძლებთ გუნდური ვარჯიშების გამართვას“.