„ევროპელი სოციალისტები“ - აშშ-ში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობა
„ევროპელი სოციალისტები“ - აშშ-ში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატია და დემოკრატიული პროცედურები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ძალადობა. არავის აქვს უფლება, ხელი აღმართოს კონსტიტუციურ წესრიგზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.

მოხარულები ვართ, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ სწრაფად შეძლო პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, აღკვეთა ძალადობა და ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა ამომრჩეველთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჯოზეფ ბაიდენის არჩევის შესახებ.

აშშ საქართველოს მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. როდესაც საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტოზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოზე ძალადობრივი შეტევა ხორციელდება, ჩვენი მეგობრები ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ ნებისმიერი საკითხი მშვიდობიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში გადავჭრათ, რადგან ძალადობა ერთნაირად მიუღებელია როგორც ვაშინგტონის, ისე თბილისის და ნებისმიერი ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნისთვის. დემოკრატია და დესტაბილიზაცია შეუთავსებელია!

ვუსურვებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს – ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – მშვიდობას და კეთილდღეობას!“ – აცხადებენ „ევროპელი სოციალისტები“.