ევროპალიგის საშინაო მატჩებმა ქართულ გუნდებს პრობლემა შეუქმნა
ევროპალიგის საშინაო მატჩებმა ქართულ გუნდებს პრობლემა შეუქმნა

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრამ სამივე ქართული გუნდის მეტოქე გაარკვია.

მაგრამ აქამდე გაურკვეველია, საშინაო შეხვედრას ორი ქართული გუნდი სად ჩაატარებს. საქმე ისაა, რომ წილისყრით, საჩხერეს “ჩიხურა” ისრაელის „ბეითართან“ პირველ მატჩს სახლში 12 ივლისს გამართავს, ხოლო გასვლაზე – 19 ივლისს. “სამტრედიასაც“ მსგავსი განრიგი აქვს: კოსტანაისტობოლს“ სახლში 12 ივლისს უნდა უმასპინძლოს, ხოლო 19 ივლისს ყაზახეთში ესტუმრება.

პრობლემა ისაა, რომ ეს გუნდები საკუთარ სტადიონებზე ვერ თამაშობენ და საშინაო არენად ორივემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მიუთითა. ერთ დღეს კი ერთ სტადიონზე ორი მატჩის გამართვა შეუძლებელია.

პირველ არხი დაინტერესდა, როგორ აპირებენ გუნდები ამ საკითხის მოგვარებას და კომენტარისთვის “ჩიხურას” მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა.

“შესაძლოა, მოხდეს ისე, როგორც წინა წელს. მაშინაც ანალოგიური პრობლემა შეიქმნა და ჩვენი თამაში ორი დღის დაგვიანებით გავმართეთ. სხვა გამოსავალი არ იქნება. მატჩის განრიგი ან ჩვენ უნდა შევცვალოთ ან “სამტრედიამ”, სტადიონის შეცვლა რამდენად შესაძლებელია, ეს არ ვიცი”, – ამბობს სოსო ფრუიძე.

ბოლო ინფორმაციით, “სამტრედიამ” შესაძლოა, საშინაო არენა შეცვალოს და ქუთაისის “რამაზ შენგელია-არენაზე” ითამაშოს. თუმცა, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.