დღეს, 21 აგვისტოს, ევროპალიგის ფინალი გაიმართება და გამარჯვებული მილანის „ინტერსა“ და „სევილიას“ შორის გაირკვევა.
ორივე გუნდი მთელი სეზონია იდეალურად თამაშობენ დაცვაში, შესაბამისად სავარაუდოა, რომ საინტერესო და დაძაბულ ფინალს ვიხილავთ.
მატჩი თბილისის დროით ღამის 11 საათზე გაიმართება.
23:00 სევილია – ინტერი
სავარაუდო შემადგენლობები:
სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, რეგილონი, ბანეგა, ფერნანდო, ხორდანი, სუსო, ენ-ნესირი, ოკამპოსი.
ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრაი, ბასტონი, დ’ამბროსიო, ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, იანგი, მარტინესი, ლუკაკუ.
ლოპეტეგი (სევილიას მწვრთნელი): „ინტერი“ კარგად შეკრული გუნდია, რომელსაც ჰყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები. მათ აქვთ ეფექტური თამაშის სტილი, როგორც ყველა გუნდს, სადაც ანტონიო კონტეს უხელმძღვანელია. მათ შეუძლიათ შეტევა და პარალელურად ხელს უშლიან მეტოქეს საგოლე მომენტების შექმნაში. რა თქმა უნდა, წინ ძალიან რთული თამაში გველის და შესაბამისად უნდა ვიყოთ ყოველმხრივ სრულყოფილები.“
ანტონიო კონტე (ინტერის მწვრთნელი): „როგორც მოთამაშეს ბევრი ფინალი მაქვს ნათამაშები. რამოდენიმე მათგანი მოვიგე, მაგრამ ასევე ბევრი წავაგე. ერთი რამ რასაც მივხვდი არის ის, რომ ხალხი მხოლოდ მოგებებს იმახსოვრებს. მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ წავაგე სამი ფინალი. ისტორიას გამარჯვებულები ქმნიან და ეს გვაძლევს ჩვენ მოტივაციას, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ.“