დღეს „სამტრედიას“ საკადრო ცვლილებებზე მორიგი სიახლე გახდა ცნობილი. გუნდმა ჯერ ლეგიონერის, ვინსენტ ლუკას ვეილის წასვლა გამოაცხადა, შემდეგ კი ახალწვეულების ვინაობა გაასაჯაროვა.
„სამტრედიაში“ ევროპალიგის მატჩებამდე ორი მოთამაშე ჩაირიცხა – მცველი გიორგი ჯგერენაია და თავდამსხმელი ლაშა კუჭუხიძე. ჯგერენაია 24 წლისაა და „გაგრას“ გაზრდილია. ამ კლუბიდან კიევის „დინამოში“ მოხვდა, შემდეგ ასევე უკრაინული კლუბების, „მიკოლაივისა“ და „მარიუპოლის“ (უკრაინა) ღირსებას იცავდა. ჯგერენაია 2016 წელს თავის ყოფილ კლუბში, „გაგრაში“ დაბრუნდა, საიდანაც „ნორჩ დინამოში“ აღმოჩდა.
კუჭუხიძე 2011-დან 2014 წლის ჩათვლით მარტვილის „მერანში“ თამაშობდა, შემდეგ ორი სეზონი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა. ამის შემდეგ იყო გორის „დილა“, მისი ბოლო კლუბი კი ქუთაისის „ტორპედო“ გახლდათ, რომლის რიგებშიც 2017 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ორივე ფეხბურთელი უკვე გუნდშია და მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება. „სამტრედიას“ ადმინისტრაციის ცნობით, სიახლეები კიდევ იქნება.