ევროპა ლიგის ნახევარფინალზე უეფა-მ ბაქარ ჟორდანია მიავლინა #1TVSPORT
ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელიც ამჟამად რომში მიმდინარეობს, ბაქარ ჟორდანია მუშაობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორგანიზაციის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი უეფა-მ დელეგატის სტატუსით მიავლინა.
ჟორდანია „რომასა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ მატჩზე მუშაობს, რომელიც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიმდინარეობს.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ორგანიზებულ ტურნირებზე უეფა-ს დელეგატის რანგშია ხოლმე მივლენილი. საქართველოში კი ბაქარ ჟორდანიას გუნდებისა და სტადიონების ლიცენზირებაზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.