შვეიცარიის ქალაქ ნიონში „ევროპა ლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
გუნდები ასე დაწყვილოდნენ:
ლაიპციგი (გერმანია)-მარსელი (საფრანგეთი)
არსენალი (ინგლისი)-ცსკა (რუსეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)-სპორტინგი (პორტუგალია)
ლაციო (იტალია)-ზალცბურგი (ავსტრია)
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 5 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 12 აპრილს.
საინტერესოა, რომ პირველად 2005 წლის შემდეგ, ამ ტურნირის მეოთხედფინალში რვა სხვადასხვა ქვეყნის გუნდები გავიდნენ.