ევროპა ლიგა | საბურთალო 0-1 არარატ არმენია, პირველი ტაიმის შემდეგ (ვიდეო)

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა პირველი ტაიმი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისა საბურთალოსა და არარატ-არმენიას შორის.

ანგარიშია 0-1 სტუმართა სასარგებლოდ.

ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ანტონ კობიალკომ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ერევანში საბურთალოს გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.