ევროპა ლიგა | აპოელ-ი „რიგასთან“ დამარცხდა - დვალმა გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ლაშა დვალის აპოელ-მა ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის „რიგასი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ პენალტების სერიაში წააგო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ლატვიაში გამართული პირველი შეხვედრა რიგელებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო შეხვედრის ძირითადი დრო ანალოგიური ანგარიშით კვიპროსელების სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ლატვიელებამ უკეთ შეასრულეს – 4:2. კვიპროსელებიდან გადამწყვეტი, მეოთხე დარტყმა დვალმა შეასრულა და ვერ გამოიყენა.
კვიპროსელთა შემადგენლობაში დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ბალტიისპირელთა შორის ოდიშარიამ 110 წუთი ჩაატარა, ხოლო სილაგაძე მოედანზე მისი გასვლის შემდეგ შევიდა.
„რიგასი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ლაშა დვალი და აპოელ-ი კი – კონფერენს ლიგაზე.
ორივე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 აგვისტოს გაიმართება.