ევროლიგა - თორნიკე შენგელიას 14 ქულა სტამბოლში [ვიდეო]
ევროლიგა - თორნიკე შენგელიას 14 ქულა სტამბოლში [ვიდეო]

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მორიგ ტურში სტამბოლში „ეფესის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის პირველივე პერიოდში ეფესელები 31:13 დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი 100:70 გაიმარჯვეს.

თორნიკე თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა: 24 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და ასევე 4-დან 1 საჯარიმოა.

ცსკა-ს 27 ტურში 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჩამორჩება მხოლოდ „ბარსელონას“, რომელმაც ერთით მეტი გამარჯვება მოიპოვა.