ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მინსკში, იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილე დაიღუპა, ყვავილები მიიტანეს
ბელარუსში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მინსკში, პუშკინის მოედანზე, სადაც აქციის მონაწილე დაიღუპა, ყვავილები მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს.
მინსკში, პუშკინის მოედანთან აქციის მონაწილე 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპა.
