გიორგი ჩაკვეტაძეს ჯენარო გატუზო „ნაპოლიში“ იწვევს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ევროკალჩომერკატო“ ავრცელებს და ამის დასადასტურებლად რამდენიმე დეტალს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძის „გენტში“ გამოჩენამ „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის მიმართ ძველი ინტერესი დაუბრუნა.
„20 წლის ქართველ ნახევარმცველს ნეაპოლელები დიდი ხანია აკვირდებიან. „ნაპოლიში“ მომხდარი ცვლილებების შემდეგ, ჯენარო გატუზომ კარლო ანჩელოტი შეცვალა. გუნდის ახალი მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს თავის გეგმებს უკავშირებს, რათა გუნდის პრობლემები მოაგვაროს. ნეაპოლიტანური გუნდის ხელმძღვანელობის უმთავრესი პრიორიტეტი, რასაც გატუზოც ეთანხმება, ცენტრალური ნახევარმცველის შეძენაა, რომელიც ტექნიკურიც იქნება და შეტევებს გაამწვავებს. ამ სირთულეების მოსაგვარებლად, „ნაპოლი“ ამ როლში რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. ერთ-ერთი მათგანი „გენტის“ 20 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა“, – ამტკიცებს „ევროკალჩომერკატო“.
იტალიური გამოცემა შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებსაც ეხება: „ჯეს ტოროპის გუნდის 10 ნომერს ნეაპოლიტანური გუნდის სელექციონერები დიდი ხანია აკვირდებიან. დიდია იმის ალბათობა, რომ „ნაპოლი“ ჩაკვეტაძის დამატებას იანვარში შეეცდება. ჩაკვეტაძეს „გენტთან“კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო მისი ტრანსფერის გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი ევროა“.
სრულად იტალიური გამოცემის სტატია იხილეთ
ბმულზე