ევროგათამაშებაში ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე ხვალ გახდება ცნობილი – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართება.
კენჭისყრის დაწყებამდე, „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ქართულ გუნდის შესაძლო მოწინააღმდეგეები იქნებიან კვიპროსის “აპოელი”, აზერბაიჯანის “ყარაბაღი”, მოლდოვას “შერიფი”, უელსის “ნიუ საინთსი” და უნგრეთის “ვიდეოტონი”.
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბლისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მატჩები 10-11 ივლისსა და 17-18 ივლისს გაიმართება.