ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დენის შრიოდერს გადაეცა #1TVSPORT
დასრულებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ფიბა-მ გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი დაასახელა.
დენის შრიოდერმა კონტინენტის პირველობის ფინალში თურქეთის ნაკრებთან გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მან მატჩის მიწურულს ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა, ხოლო მთლიანად შეხვედრა 16 ქულითა და 12 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
შრიოდერი ტურნირზე საშუალოდ 20.3 ქულას, 3.4 მოხსნასა და 7.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გერმანიის ეროვნული გუნდის გამთამაშებელი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეცაა.
ფიბა-მ ასევე დაასახელა ტურნირის სიმბოლური ხუთეული – დენის შრიოდერი (გერმანია), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია), ალპერენ შენგუნი (თურქეთი).