ევრობასკეტი 2025 | გერმანიის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და ტურნირის მეოთხე ნახევარფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებმა ევრობასკეტის მეოთხედფინალში სლოვანია 99:91 დაამარცხა და ტურნირის მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა.
გერმანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ფრანც ვაგნერი, რომელმაც მატჩი 23 ქულით დაასრულა, 20 ქულა ჰქონდა დენის შროდერს, ხოლო 14 – დანიელ ტაისს.
სლოვენიის რიგებში გამორჩეული კვლავ ლუკა დონჩიჩი გახლდათ, მან მატჩი 39 ქულით, 9 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მანძილზე სლოვენია 26 წუთის მანძილზე იყო ლიდერი, თუმცა მწირი რესურსის გამო ბოლო მეოთხედში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ევრობასკეტის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:
12 სექტემბერი | საბერძნეთი – თურქეთი
12 სექტემბერი | გერმანია – ფინეთი