ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს 21 საათზე ითამაშებს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს 21 საათზე ითამაშებს #1TVSPORT

ევრობასკეტი 2022 მომავალი წლის სექტემბერში ევროპის ოთხ ქვეყანაში დაიწყება. მათ შორის იქნება საქართველო – თბილისი A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

წილისყრა 2021 წლის დასაწყისში გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველო ჯგუფში ესპანეთთან, რუსეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და თურქეთთან ითამაშებს. მომდევნო ეტაპზე ოთხი საუკეთესო გავა.

დღეების მიხედვით კალენდარც ცნობილი იყო, დღეს კი ფიბა-მ მატჩების დაწყების საათები დააზუსტა. საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას თბილისის დროით 21 საათზე დაიწყებს.

საყურადღებოა, რომ ევრობასკეტი სწორედ თბილისში გაიხსნება – ოთხი ჯგუფიდან ყველაზე ადრე საქართველოში გასამართი მატჩები იწყება. პირველი შეხვედრა ესპანეთი-ბულგარეთი იქნება, რომელიც თბილისის დროით 15:30-ზეა დანიშნული.

 

1 სექტემბერი

15:30 ესპანეთი-ბულგარეთი

18:15 თურქეთი-რუსეთი

21:00 ბელგია-საქართველო

 

3 სექტემბერი

15:30 რუსეთი-ბელგია

18:15 ბულგარეთი-თურქეთი

21:00 საქართველო-ესპანეთი

 

4 სექტემბერი

15:30 ბულგარეთი-რუსეთი

18:15 ესპანეთი-ბელგია

21:00 თურქეთი-საქართველო

 

6 სექტემბერი

15:30 ბელგია-თურქეთი

18:15 რუსეთი-ესპანეთი

21:00 საქართველო-ბულგარეთი

 

7 სექტემბერი

15:30 თურქეთი-ესპანეთი

18:15 ბულგარეთი-ბელგია

21:00 საქართველო-რუსეთი