ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეები - ისტორია, სტატისტიკა, კომენტარი [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეები - ისტორია, სტატისტიკა, კომენტარი [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. A ჯგუფის გუნდები თბილისში შეიკრიბებიან და მერვედფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ.

წილისყრის დასრულების შემდეგ დაისვა უამრავი შეკითხვა – რომელს მოვუგებთ? გავალთ ჯგუფიდან?

ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხი სექტემბერის დასაწყისში გვექნება, მანამდე შეგვიძლია ისტორიას გადავხედოთ და გავიხსენოთ ბულგარეთთან, მონტენეგროსთან, ბელგიასთან, თურქეთთან და ესპანეთთან გამართული შეხვედრები.

 


საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან პირველი მატჩი ევრობასკეტი 2013-ზე ითამაშა. 2013 წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში NBA-ის და ევროპის კალათბურთის თანავარსკვლავედი იყო თავმოყრილი – რიკი რუბიო, ხუან მანუელ კალდერონი, რუდი ფერნანდესი, მარკ გასოლი, სერხიო როდრიგესი, სერხიო ლული…

სადღეისოდ გუნდში თაობათა ცვლაა და სულ სხვა გუნდია. 2022 წლის 4 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანელები დავამარცხეთ კიდეც, თუმცა როგორც ყოველთვის პირენეული გუნდი ჯგუფის ფავორიტიცაა და მთლიანაც ევრობასკეტისაც.

ესპანეთის ნაკრებს სერჯიო სკარიოლო წვრთნის, რომელმაც თორნიკე შენგელიასთან ერთად 2022 წელს ევროთასი მოიგო. მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე უმეტესად შენგელიაზე ილაპარაკა:

„თოკო ძალიან მიყვარს, როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება. თორნიკე შენგელია უმაღლესი დონის კალათბურთელია, გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა. მისი შეჩერება ნებისმიერ მეურვეს უჭირს. ამიტომ, მეორე დამცველს ვახმარდი. თუმცა ასეთ დროს თორნიკე კარგ ასისტენტად იქცა – პასებს თავისუფალ სივრცეში მყოფ პარტნიორებს ურიგებდა – რატი ანდრონიკაშვილს, დუდა სანაძეს, გიორგი შერმადინს. შენგელიას თამაშმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. დიდი შრომა გასწია, დიდი ლიდერია. საქართველოსთვის ბედნიერებაა, რომ თორნიკე შენგელია ჰყავს“.

 ევრობასკეტი 2013
ჯგუფური ეტაპი

09.09.2013
საქართველო-ესპანეთი    59:83
17:17, 12:24, 10:21, 20:21

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ, 5პ), შერმადინი (25წთ, 10ქ, 4მ), ჰიკმანი (26წთ, 7ქ, 5მ), ფაცაცია (14წთ, 3ქ), სანიკიძე (24წთ, 8ქ, 4მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 4მ), ფხაკაძე (2წთ) სანაძე (24წთ, 7ქ, 3მ), ბურჯანაძე (5წთ, 2ქ), ლეჟავა (22წთ, 7ქ, 5მ), ცქიტიშვილი (9წთ, 5ქ, 3მ)

მსოფლიოს თასი 2023

შესარჩევი

29.11.2021

ესპანეთი-საქართველო           89:61

23:15, 24:16, 17:10, 25:20

საქართველო: მაზიაშვილი, ფევაძე, მაკფადენი (14ქ, 5მ, 5პ), ბურჯანაძე (14ქ), შერმადინი (21ქ, 9მ), ფხაკაძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ), ტურძილაძე (2ქ), კორსანტია, ბერიშვილი, ბაქრაძე.

მსოფლიოს თასი 2023

შესარჩევი

04.07.2022

საქართველო-ესპანეთი           82:76 დ.დ.

15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9

საქართველო: ანდრონიკაშვილი (17ქ), მაკფადენი (16ქ, 8პ), სანაძე (8ქ), შენგელია (12ქ, 10მ, 7პ), შერმადინი (18ქ, 5მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე (3ქ), ბექაური (5ქ), ბოქოლიშვილი, ბაქრაძე (1ქ).

 


90:84 – ეს ანგარიში ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანი ემახსოვრება. მონტენეგროში ამ მოგებით ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტი 2017-ის საგზური მოიპოვა.

გემახსოვრებათ ვიქტორ სანიკიძის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც. ესეც მონტენეგროსთან იყო.

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. თბილისი

საქართველო-მონტენეგრო     74:76

25:19, 17:21, 12:22, 20:14

საქართველო: დიქსონი (13ქ, 4პ), ა. ბოისა, ფაჩულია (22ქ, 9მ), ცინცაძე (6ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (6ქ), სანიკიძე (10ქ, 10მ), ბურჯანაძე, შენგელია (13ქ, 9მ).

 

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. ბარი

მონტენეგრო-საქართველო     84:90

18:26, 23:19, 21:19, 22:26

საქართველო: დიქსონი (31ქ, 6მ), ფაჩულია (21ქ, 13მ, 5პ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (5ქ), სანიკიძე (14ქ, 7მ), ბურჯანაძე (2ქ), ბექაური, ა. ბოისა, ლეჟავა.

 


ევრობასკეტის მეტოქეებიდან ყველაზე მეტჯერ ბულგარეთთან გვითამაშია. ოფიციალურ შეხვედრებში ამ გუნდთან 3:2-ს ვიგებთ.

ყველაზე დასამახსოვრებელი 2001 წელს გამართული ქართულ-ბულგარული დუელი იყო. სწორედ იმ მატჩში ჰქონდა ზაზა ფაჩულიას თბილისური სანაკრებო დებიუტი.

ბულგარეთთან ვახტანგ ნაცვლიშვილმა 22 წუთში 25 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო ტრავმირებულმა ზაზამ 20 ქულა, 8 მოხსნა და 5 ჩაჭრა. საქართველომ 91:75 მოიგო.

ასე იხსენებს მატჩს ზაზა ფაჩულია, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა:

„ბულგარეთთან დაპირისპირებამდე სპორტის სასახლეში ერთი მატჩიც არ ჩამეტარებინა. ამიტომ, ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსადგომად განსაკუთრებულად ვემზადებოდი. თუმცა „ულქერის“ ხელმძღვანელობა საქართველოში არ მიშვებდა, რადგან თურქეთის პირველობის პლეი ოფი მიმდინარეობდა.

ეს რომ გაიგო, ცხონებულმა დუდუ დადიანმა იმდენი მოახერხა, რომ ერთ დილას „ულქერის“ მენეჯერმა საკუთარი მანქანით გამომიარა და აეროპორტში წამიყვანა. ვიდრე ავტომობილიდან ჩამოვიდოდი, მითხრა: ერთი სათხოვარი მაქვს – დუდუ დადიანი გამაცანიო. გახარებულმა სიტყვა მივეცი და საქართველოში გამოვფრინდი. რომ არა დუდუს ძალისხმევა, თბილისური დებიუტი 2004 წლამდე გადაიდებოდა…“

ევრობასკეტი 2001
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

03.06.2001. თბილისი
საქართველო-ბულგარეთი    91:75
18:16, 29:14, 24:19, 20:26

საქართველო: ჟღენტი (24წთ, 2ქ, 2მ, 1ჩ), ბოისა (22წთ, 18ქ, 5მ, 3ჩ), ფაჩულია (28წთ, 20ქ, 8მ, 5ჩ, 3დ), თორთლაძე (20წთ, 1ქ, 3მ, 1პ, 2ჩ), გოგობერიშვილი (29წთ, 10ქ, 3მ, 3პ, 3ჩ), უგრეხელიძე (12წთ, 4ქ, 4მ, 1ჩ, 1დ), ბერძენიშვილი (8წთ, 1ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (22წთ, 25ქ, 11მ), კოკოლიშვილი (16წთ, 6ქ, 1მ, 1ჩ), ცქიტიშვილი (19წთ, 5ქ, 3მ)

ევრობასკეტი 2001
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

25.08.2001. იამბოლი
ბულგარეთი-საქართველო    85:66
27:9, 11:18, 23:11, 24:28

საქართველო: თორთლაძე (18წთ), ბოისა (25წთ, 15ქ, 2მ, 1დ), ხოშტარია (22წთ, 7ქ, 2მ, 1პ, 2ჩ), ფაჩულია (22წთ, 7ქ, 7მ), ჟღენტი (18წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), გოგობერიშვილი (28წთ, 14ქ, 6მ, 1პ, 4ჩ), მუშკუდიანი (8წთ, 2ქ, 2მ), ვ. ნაცვლიშვილი (19წთ, 8ქ, 10მ, 1ჩ, 3დ), კოკოლიშვილი (16წთ, 2მ), ცქიტიშვილი (25წთ, 4ქ, 4მ, 2დ)

ევრობასკეტი 2011
შესარჩევი ეტაპი

14.08.2010. სოფია
ბულგარეთი-საქართველო 79:83
22:23, 21:16, 11:19, 25:25

საქართველო: გამყრელიძე (14წთ, 5ქ, 1პ), ფაჩულია (33წთ, 12ქ, 8მ, 3პ, 2დ), ცინცაძე (28წთ, 6ქ, 2მ), შერმადინი (7წთ, 2ქ), ტუღუში (4წთ), მარკოიშვილი (25წთ, 23ქ, 7მ), სანიკიძე (32წთ, 8ქ, 9მ, 6პ, 1ჩ, 1დ), მეტრეველი (1წთ), გრინი (31წთ, 14ქ, 5პ), ცქიტიშვილი (16წთ, 8ქ, 2მ, 2პ), შენგელია (11წთ, 5ქ, 4მ)

ევრობასკეტი 2011
შესარჩევი ეტაპი

29.08.2010. თბილისი
საქართველო-ბულგარეთი    94:83
24:19, 17:29, 32:20, 21:15

საქართველო: გამყრელიძე (22წთ, 4ქ, 2პ), ა. ბოისა (4წთ), ფაჩულია (28წთ, 14ქ, 12მ, 3ჩ, 1პ), ცინცაძე (24წთ, 5ქ, 4პ, 3მ, 2ჩ), შერმადინი (12წთ, 6ქ, 4მ), მარკოიშვილი (24წთ, 14ქ, 5პ, 2ჩ), სანიკიძე (29წთ, 27ქ, 11მ, 3დ), გრინი (29წთ, 11ქ, 3პ), ცქიტიშვილი (16წთ, 8ქ, 5მ), შენგელია (12წთ, 5ქ, 2პ).

ევრობასკეტი 2011
ჯგუფური ეტაპი

05.09.2011
საქართველო-ბულგარეთი    69:79
15:19, 22:15, 18:18, 14:27

საქართველო: ვ. ბოისა (17წთ, 3ქ, 5მ, 3პ), ფაჩულია (21წთ, 13ქ, 6მ), ცინცაძე (19წთ, 1ქ), მარკოიშვილი (37წთ, 13ქ, 3მ, 5პ), სანიკიძე (34წთ, 18ქ, 9მ, 3პ), შერმადინი (10წთ, 4ქ), ჰეინსი (30წთ, 15ქ), შენგელია (28წთ, 6ქ, 5მ), ცქიტიშვილი (3წთ)

 


ბელგიის ნაკრები საქართველოსთვის უხერხული მეტოქეა. მისგან ყველაზე მწარედ გვახსოვს ევრობასკეტი 2011-ის შესარჩევ ეტაპზე თბილისში წაგება – 63:86. ამ მატჩის წინა დღისით სალაროებზე აბრა იყო გამოკრული – ყველა ბილეთი გაყიდულია.

სწორედ სავსე სპორტის სასახლეში წაგება იყო მტკივნეული, თუმცა ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგებაც ბელგიასთან გვქონდა: 2011 წელს ევრობასკეტების ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა „ბელგიელ ლომებთან“ გამართა და საამაყო ფურცელი ოთხი რიცხვით ჩაწერა – 81:59.

„ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ჩვენი ქვეყნის სახელს. პირველი გამარჯვებით ძალიან გახარებულები ვართ. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ახლა კი კარგად გავანეიტრალეთ მათი მსროლელები, დიმიტრი ლაუერსი, მარკუს ფეისონი, ჯონათან ტაბუ,“ – ასეთი იყო ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

 ევრობასკეტი 2001
საკვალიფიკაციო ეტაპი

21.05.1999
საქართველო-ბელგია    63:76
35:38, 28:38

საქართველო: თორთლაძე (31წთ, 8ქ, 2მ, 3პ), ბოისა (33წთ, 22ქ, 1მ), გოგობერიშვილი (16წთ, 1მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (7წთ), ჟღენტი (20წთ, 5ქ, 1პ, 2ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 4ქ, 2მ), ჯაფარიძე (3წთ, 2ქ), ვ. ნაცვლიშვილი (26წთ, 16ქ, 6მ, 2პ), ბეჟანიშვილი (36წთ, 6ქ, 1მ, 2პ), ჩხეიძე (10წთ)

ევრობასკეტი 2011
შესარჩევი ეტაპი

05.08.2010. ანტვერპენი
ბელგია-საქართველო    74:64
19:23, 19:18, 16:13, 20:10

საქართველო: გამყრელიძე (13წთ, 2მ, 2პ), ფაჩულია (26წთ, 20ქ, 3მ), ცინცაძე (29წთ, 5ქ, 1მ, 1პ), შერმადინი (14წთ, 5ქ, 3მ), მარკოიშვილი (30წთ, 7ქ, 3მ), სანიკიძე (35წთ, 10ქ, 8მ, 2ჩ, 1დ), გრინი (31წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (8წთ, 3ქ, 3მ), შენგელია (14წთ, 4ქ, 4მ)

ევრობასკეტი 2011
შესარჩევი ეტაპი

20.08.2010. თბილისი
საქართველო-ბელგია    63:86
18:15, 11:21, 17:29, 17:21

საქართველო: გამყრელიძე (12წთ, 2პ), ფაჩულია (24წთ, 11ქ, 4მ, 2დ), ცინცაძე (28წთ, 2პ, 3ქ), შერმადინი (16წთ, 9ქ, 2მ, 1პ), ტუღუში (3წთ), მარკოიშვილი (21წთ, 5ქ, 2მ, 1პ), სანიკიძე (35წთ, 8ქ, 10მ, 3პ, 2ჩ, 2დ), მეტრეველი (5წთ, 2ქ), გრინი (30წთ, 11ქ, 3მ), ცქიტიშვილი (12წთ, 5ქ), შენგელია (14წთ, 9ქ, 3დ)

ევრობასკეტი 2011
ჯგუფური ეტაპი

31.08.2011, კლაიპედა (ლიტვა)
საქართველო-ბელგია    81:59
20:11, 17:13, 21:18, 23:17

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 8ქ, 4პ), მარკოიშვილი (32წთ, 5ქ, 7მ), ვ. ბოისა (19წთ, 10ქ), სანიკიძე (25წთ, 13ქ, 11მ, 4პ), ფაჩულია (21წთ, 16ქ), გამყრელიძე (3წთ, 1ქ), ა. ბოისა (2წთ, 2ქ), შერმადინი (19წთ, 7ქ, 4მ), ფარღალავა (2წთ), ჰეინსი (14წთ, 4ქ), შენგელია (15წთ, 13ქ), ცქიტიშვილი (17წთ, 2ქ).

 


სამი მატჩი, სამი წაგება – თურქეთთან ბალანსი უარყოფითია, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რაც ქართველმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს.

სტატისტიკამ სამი წაგება კი დააფიქსირა, მაგრამ 2005 წელს ამხანაგური მატჩი ბოლო წამებზე შეწყდა – არ დასრულებულა. იმ მომენტისთვის თურქეთი იგებდა. მეტოქის ერთ-ერთმა კალათბურთელმა ბურთი საქართველოს ნაკრების წევრს ესროლა, რასაც გაწევ-გამოწევა და ჩხუბი მოჰყვა…

თურქეთთან 1997 წელს გამართული ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ჩაატარა და ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური თამაშის წყალობით გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა სამი ქულის სხვაობით დამარცხდა.

„თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. ბოლო წამებზე მეტოქემ ფარიდან ასხლეტით ერთი სამქულიანი ჩაგვიგდო, თუმცა მაინც ვერ გაგვასწრო. გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენს კალათში ჩაუგდებლად ჩათვლილი ორქულიანი: თურქებმა ბურთი კალათისკენ ისროლეს, ააცილეს… მოხსნისთვის ბრძოლისას, ბადეს ოდნავ შევეხე. მსაჯმა დასტვინა და ორი ქულა ჩათვალა. არადა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბადეს მაშინ შევეხე, როცა ბურთი კალათიდან მოშორებით იყო და არ ვარდებოდა… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს დამარცხებაში არბიტრებმაც შეიტანეს წვლილი“, – ასეთი იყო ვახტანგ ნაცვლიშვილის კომენტარი, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.

ევრობასკეტი 1999
შესარჩევი ეტაპი

03.12.1997. თბილისი
საქართველო-თურქეთი    73:76
38:45, 35:31

საქართველო: სანაძე (36წთ, 10ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), სტეფანია (36წთ, 13ქ, 10მ, 1ჩ), ბეჟანიშვილი (4წთ, 2ქ, 1მ), ვაშაკიძე (37წთ, 9ქ, 8მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (26წთ), ბერძენიშვილი (8წთ, 2ქ, 1მ), ნაცვლიშვილი (36წთ, 33ქ, 8მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (17წთ, 4ქ, 1მ)

ევრობასკეტი 1999
შესარჩევი ეტაპი

02.12.1998. ბურსა
თურქეთი-საქართველო    103:60
43:26, 60:34

საქართველო: ოთიურიძე (28წთ, 11ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ბოისა (31წთ, 4ქ, 5მ), ჟღენტი (26წთ, 5ქ, 2მ, 3პ), გაგნიძე (3წთ, 1პ, 1ჩ), გ. ნაცვლიშვილი (2წთ, 2მ), ჯაფარიძე (35წთ, 14ქ, 5მ, 1პ, 2ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (27წთ, 6ქ, 5მ, 2პ, 1ჩ), მაისურაძე (11წთ, 2ქ, 1პ), ჩხეიძე (37წთ, 18ქ, 1მ, 2პ)