ევრობასკეტი 2022 | მესამე ტურის სიმბოლურში შერმადინი ცენტრის პოზიციაზეა
„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ბევრი საინტერესო მატჩი და რამდენიმე ფანტასტიკური წარმოდგენა ვიხილეთ. მოთამაშეებიდან, რომლებმაც საკუთარი ნაკრების სახელით გაიბრწყინეს, შევადგინეთ სიმბოლური ხუთეული“, – წერია ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.
ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინი მოხვდა, რომელმაც 27 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა (სარგებლიანობა 33).
გამთამაშებელი – ტამირ ბლატი (ისრაელი, 21 ქულა).
მსროლელი – გაბრიელ ლუნდბერგი (დანია, 28 ქულა).
მსუბუქი ფორვარდი – მიჰალ სოკოლოვსკი (პოლონეთი, 17 ქულა).
მძიმე ფორვარდი – მირო ბილანი (ხორვატია, 30 ქულა, 12 მოხსნა).
ამავე პუბლიკაციაში ჩამოთვლილი ხუთი კალათბურთელიდან გულშემატკივრებს საუკეთესოს არჩევა შეუძლიათ. მათი ხმების მიხედვით კი ტურის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) დასახელდება.
საოცარი სხვაობით გიორგი შერმადინი ლიდერობს.