ევრობასკეტი 2022 | მანუჩარ მარკოიშვილი - გიორგი შერმადინი უკვე თბილისშია და შემდეგი ვარჯიშიდან შემოგვიერთდება [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი გუნდი თბილისშია და სპორტის სასახლეში უკვე ივარჯიშა.

საწვრთნელი პროცესიდან ვიდეორეპორტაჟი მოგვაწოდა ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩვენი გუნდი სერბეთს უმასპინძლებს, 21-ში – ფინეთს. ორივე მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.