22 თებერვალს დასრულდა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპი. დასკვნით დღეს ორი ფინალისტის ვინაობა უნდა გარკვეულიყო: C ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ლიეტუვასა და დანიას შორის გამარჯვებული მიიღებდა. დანიელებს ევროპაზე 1955 წლის შემდეგ არ უთამაშიათ და მას მერე ყველაზე ახლოს სწორედ ახლა იყვნენ. ლიეტუვასთან ბოლომდე იბრძოლეს და მინიმალური სხვაობით 76:77 დამარცხდნენ.
სხვათა შორის, დანიელთა უკანასკნელმა შეტევამ ძალიან გააცხარა მათი მწვრთნელი: „ვიკინგებმა“ ბურთი ვერ ჩააგდეს, ლიეტუველებმა დაუფარეს, სწორედ ამ ეპიზოდზე აპელირებდნენ დანიელები – ჯარიმა უნდა დაფიქსირებულიყოო. ასეა თუ ისე, ლიეტუვამ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში (საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია) 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. მასში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრა მარტში იგეგმება.
თითო მასპინძელს მეტოქის არჩევის უფლება აქვს. მოგეხსენებათ საქართველო მასპინძელია და სურს სწორედ ლიეტუვის ნაკრები მოიწვიოს, თუმცა ექნება თუ არა ჩვენს ჯგუფში მოხვედრისა და თბილისში თამაშის სურვილი ლიეტუვას, მალე გავიგებთ.
22 თებერვალს კიდევ ერთმა ბალტიისპირულმა გუნდმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური: ესტონეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 84:86 კი დათმო, მაგრამ სტუმრად 9 ქულის სხვაობით ჰქონდა მოგებული და ფინალურ ეტაპზეც ესტონეთი ითამაშებს.
A ჯგუფი
რუმინეთი-ესპანეთი 71:84
პოლონეთი-ისრაელი 71:75
ესპანეთი-პოლონეთი 69:80
ისრაელი-რუმინეთი 87:63
რუმინეთი-პოლონეთი 61:91
ისრაელი-ესპანეთი 95:87
ისრაელი-პოლონეთი 78:72
ესპანეთი-რუმინეთი 94:41
რუმინეთი-ისრაელი 71:79
პოლონეთი-ესპანეთი 88:89
ესპანეთი-ისრაელი 78:73
პოლონეთი-რუმინეთი 88:81
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 ისრაელი 6 5 1 11
2 ესპანეთი 6 4 2 10
3 პოლონეთი 6 3 3 9
4 რუმინეთი 6 0 6 6
B ჯგუფი
ჩ. მაკედონია-ესტონეთი 72:81
იტალია-რუსეთი 83:64
ესტონეთი-იტალია 81:87
რუსეთი-ჩ. მაკედონია 77:67
ესტონეთი-რუსეთი 56:84
რუსეთი-იტალია 66:70
იტალია-ჩ. მაკედონია 92:84
იტალია-ესტონეთი 101:105 დ.დ.
ჩ. მაკედონია-რუსეთი 77:94
ჩ. მაკედონია-იტალია 87:78
რუსეთი-ესტონეთი 75:52
ესტონეთი-ჩ. მაკედონია 84:86
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 იტალია* 6 4 2 10
2 რუსეთი 6 4 2 10
3 ესტონეთი 6 2 4 8
4 ჩრდ. მაკედონია 6 2 4 8
* – ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელი
C ჯგუფი
ჩეხეთი-დანია 75:71
ბელგია-ლიეტუვა 86:65
დანია-ბელგია 72:88
ლიეტუვა-ჩეხეთი 97:89
ჩეხეთი-ბელგია 62:90
ლიეტუვა-დანია 76:80
დანია-ჩეხეთი 91:90
ლიეტუვა-ბელგია 84:71
ბელგია-დანია 88:65
ჩეხეთი-ლიეტუვა 74:94
ბელგია-ჩეხეთი 86:91
დანია-ლიეტუვა 76:77
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 ბელგია 6 4 2 10
2 ლიეტუვა 6 4 2 10
3 ჩეხეთი* 6 2 4 8
4 დანია 6 2 4 8
* – ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელი
D ჯგუფი
ხორვატია-შვედეთი 72:56
თურქეთი-ნიდერლანდები 65:72
ნიდერლანდები-ხორვატია 59:69
შვედეთი-თურქეთი 87:80
ნიდერლანდები-შვედეთი 78:76
ხორვატია-თურქეთი 79:62
ნიდერლანდები-თურქეთი 71:73
შვედეთი-ხორვატია 72:87
თურქეთი-შვედეთი 88:80
ხორვატია-ნიდერლანდები 57:65
შვედეთი-ნიდერლანდები 74:59
თურქეთი-ხორვატია 84:78
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 ხორვატია 6 4 2 10
2 ნიდერლანდები 6 3 3 9
3 თურქეთი 6 3 3 9
4 შვედეთი 6 2 4 8
E ჯგუფი
საქართველო-შვეიცარია 96:88
ფინეთი-სერბეთი 58:80
სერბეთი-საქართველო 90:94
შვეიცარია-ფინეთი 64:69
შვეიცარია-სერბეთი 92:90
ფინეთი-საქართველო 85:91
შვეიცარია-საქართველო 84:91
სერბეთი-ფინეთი 75:66
ფინეთი-შვეიცარია 92:84
საქართველო-სერბეთი 66:92
სერბეთი-შვეიცარია 88:81
საქართველო-ფინეთი 70:78
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 სერბეთი 6 4 2 10
2 საქართველო* 6 4 2 10
3 ფინეთი 6 3 3 9
4 შვეიცარია 6 1 5 7
* – ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელი
F ჯგუფი
უნგრეთი-სლოვენია 77:75
ავსტრია-უკრაინა 73:88
სლოვენია-ავსტრია 85:78
უკრაინა-უნგრეთი 60:62
სლოვენია-უკრაინა 84:73
ავსტრია-სლოვენია 64:77
უკრაინა-ავსტრია 70:67
სლოვენია-უნგრეთი 84:72
ავსტრია-უნგრეთი 81:83
უკრაინა-სლოვენია 70:65
უნგრეთი-ავსტრია 81:58
უნგრეთი-უკრაინა 63:97
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 უკრაინა 6 4 2 10
2 სლოვენია 6 4 2 10
3 უნგრეთი 6 4 2 10
4 ავსტრია 6 0 6 6
G ჯგუფი
მონტენეგრო-ბრიტანეთი 81:74
გერმანია-საფრანგეთი 83:69
საფრანგეთი-მონტენეგრო 85:66
ბრიტანეთი-გერმანია 81:73
ბრიტანეთი-საფრანგეთი 56:79
გერმანია-მონტენეგრო 74:80
საფრანგეთი-გერმანია 86:74
ბრიტანეთი-მონტენეგრო 74:59
გერმანია-ბრიტანეთი 81:83
მონტენეგრო-საფრანგეთი 71:73
საფრანგეთი-ბრიტანეთი 73:94
მონტენეგრო-გერმანია 82:75
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 საფრანგეთი 6 4 2 10
2 დიდი ბრიტანეთი 6 4 2 10
3 მონტენეგრო 6 3 3 9
4 გერმანია* 6 1 5 7
* – ევრობასკეტი 2022-ის მასპინძელი
H ჯგუფი
საბერძნეთი-ბულგარეთი 73:63
ლატვია-ბოსნია 61:62
ბულგარეთი-ლატვია 110:104
ბოსნია-საბერძნეთი 65:70
საბერძნეთი-ლატვია 66:77
ბოსნია-ბულგარეთი 88:49
ბოსნია- ლატვია 79:73
ბულგარეთი-საბერძნეთი 78:84
საბერძნეთი-ბოსნია 69:84
ლატვია-ბულგარეთი 65:66
ბულგარეთი-ბოსნია 61:80
ლატვია-საბერძნეთი 94:97
ად. გუნდი თ მ წ ქ
1 ბოსნია-ჰერც. 6 5 1 11
2 საბერძნეთი 6 4 2 10
3 ბულგარეთი 6 2 4 8
4 ლატვია 6 1 5 7