ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსის პრესკონფერენცია - საქართველოს ნაკრების მთავარი იარაღი ევროპაში გამორჩეული წინა ხაზია
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსის პრესკონფერენცია - საქართველოს ნაკრების მთავარი იარაღი ევროპაში გამორჩეული წინა ხაზია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ფინეთთან მატჩის წინ ქალაქ ესპოოში პრესკონფერენცია გამართა. 

 

რთული ვითარება

„სამწუხაროდ ბევრი მოთამაშე გვაკლია ამ უცნაური სიტუაციის გამო. ზოგი მოთამაშე ტრავმირებულია, ზოგს არ შეუძლია ჩამოსვლა, რადგან ყველა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციებია, ზოგი ქვეყანა არ აძლევს მოთამაშეს ქვეყნის დატოვების უფლებას, ან თუ აძლევს მაშინ დაბრუნებისას მათ ორ კვირიან კარანტინში ყოფნა უწევთ. ვერ დაგვეხმარება გუნდის „ტვინი“ გიორგი ცინცაძე, რომელსაც 18 წლის განავლობაში არასდროს გამოუტოვებია ციკლი. გვაკლია დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მიშა ბერიშვილი, რომელიც ასევე ყატარშია. გვაკლია ბევრი მოთამაშე, რომლებიც ნაკრების წინა თამაშებში იყვნენ და გვეხმარებოდნენ.“

 

თად მაკფადენი

„თად მაკფადენს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საქართველოს ერთგულია. ასეთ რთულ პირობებში ესპანეთიდან ფინეთში რომ გამოემგზავრება, ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს მაკფადენის გულიანობაზე. დარწმუნებული ვარ, ფინეთთან და შვეიცარიასთანაც ისევე ბოლომდე დაიხარჯება, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.“

 

შენგელია-შერმადინი

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა თორნიკე შენგელიას მონდომებას. მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომაც მოემგზავრება პირდაპირ თამაშის შემდეგ. როდის ჩამოვა და ტესტირებასთან დაკავშირებული პროცედურების გათვალისწინებით დარჩება თუ არა დრო სავარჯიშოდ, წინასწარ რთული სათქმელია. იმედს ვიტოვებ, რომ თამაშამდე ერთ ვარჯიშს მაინც მოასწრებს. ასევე მინდა აღვნიშნო გიორგი შერმადინის ერთგულება – იგი ყოველთვის ჩვენთანაა და საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე იხარჯება.“

 

მეტოქე

„ფინელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ. ისინი ამ ზაფხულსაც შეიკრიბნენ და საკონტროლო მატჩებიც გამართეს. ეცდებიან მაღალ ტემპში ითამაშონ და პერიმეტრიდან შემოგვიტიონ. ამისთვის კი ორგანიზებული დაცვაა საჭირო. ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს.“