ევრო2024 | საქართველოს ჯგუფში შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო #1TVSPORT
ევრო2024 | საქართველოს ჯგუფში შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში შოტლანდია ნორვეგიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ნორვეგიამ 61-ე წუთზე გახსნა. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ერლინგ ჰალანდმა ზუსტად შეასრულა. შოტლანდიელებამ ბოლომდე იბრძოლეს და 87-ე წუთზე ლინდონ დაიკსის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 89-ე წუთზე სტუმრებს გამარჯვება კენი მაკლინმა მოუტანა.

მომდევნო ტურში, 20 ივნისს საქართველოს ნაკრები გლაზგოში სწორედ შოტლანდიას ესტუმრება, რომელსაც სამი ტურის შემდეგ ცხრა ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.