ევრო 2025 | საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა #1TVSPORT
ევრო 2025 | საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 29 ოქტომბერს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩს გამართავს – ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ირლანდიის დედაქალაქში ემზადება და მატჩის მასპინძელ „ტალა სთედიუმზე“ ივარჯიშა.

პირველი შეხვედრა თბილისში ირლანდიელებმა 6:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

ირლანდია-საქართველოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა დუბლინში თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაკარეები: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);

დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია („ნიკე-ლუსო“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), ელენე ჩიქოვანი („ნიკე-ლუსო“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომი დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი“), ლიზი კანკია („კვარტალი“), ანა ჩემინავა („ჰაპოელი“ თელ-ავივი, ისრაელი).