ევრო 2025-ის შესარჩევი C ჯგუფი | ნიდერლანდებმა მოიგო - საქართველო მეორეზეა #1TVSPORT
ევრო 2025-ის შესარჩევი C ჯგუფი | ნიდერლანდებმა მოიგო - საქართველო მეორეზეა #1TVSPORT

ევრო 2025-ის შესარჩევ C ჯგუფში, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თამაშობს, ნიდერლანდებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და უშანსოდ დაამარცხა – 5:0.

რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში ხვალ გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 8 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 24 ქულით ჯგუფის ლიდერია.

რამაზ სვანაძის გუნდს ექვსი ტურის შემდეგ, 16 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. 10 ქულით მესამეა შვედეთი, რომელიც 6 სექტემბერს შინ გიბრალტარს უმასპინძლებს.

2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება. დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი გუნდი, ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზურიც ამ გზით გადანაწილდება.

ევრო 2025. შესარჩევი ეტაპი. C ჯგუფი

ნიდერლანდები 8 24

საქართველო 7 16

შევდეთი 6 10

მოლდოვა 8 6

ჩრდ. მაკედონია 7 6

გიბრალტარი 8 3