ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფი | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფი | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩი გამართა და 0:6 დამარცხდა.

ირის ანტმანის გუნდი ძლიერ მეტოქესთან, რომელთანაც 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:11 და 0:9 დამარცხდა, ცხადია, ფავორიტი არ იყო, მაგრამ „მიხეილ მესხი 2-ზე“ ჩატარებულ შეხვედრაში ირლანდიელებს პირველ ტაიმში საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ჩვენი გუნდის შეტევის ლიდერებმა, თეონა ბაქრაძემ და ნინო ბუხრიკიძემ გამოტოვეს, რაც საქართველოს ნაკრების წინა ხაზს დაეტყო. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიში 37-ე წუთზე საკმაოდ საეჭვო პენალტით გახსნეს, რომელიც ირლანდიელების კაპიტანმა, კეტი მაკეიბიმ ზუსტად შეასრულა.

სტუმრებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს. ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის განმეორებითი მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის 29 ოქტომბერს დუბლინში გაიმართება.