ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბელარუსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ახნასის“ სტადიონზე ივარჯიშა, სადაც 9 აპრილს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს გამართავს.
ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ქალაქში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი),სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – კვარტალი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო)
ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი, სალომე დიმოპულუ, ნათია დანელია, მარიამ ცისკარიშვილი, ანასტასია ბოლქვაძე (ყველა – კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (სამივე – ნიკე-ლუსო), ანა წულაია, თინათინ ამბალია (ორივე – ლანჩხუთი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)
ბელარუსი – საქართველოს მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.