ევრო 2025-ის პლეი ოფი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT
ევრო 2025-ის პლეი ოფი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის მზადება დაასრულა – შეხვედრა 25 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასწრება თავისუფალია. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

პლეი ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ. ირის ანტმანის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);

დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია („ნიკე-ლუსო“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), ელენე ჩიქოვანი („ნიკე-ლუსო“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომი დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი“), ლიზი კანკია („კვარტალი“), ანა ჩემინავა („ჰაპოელი“ თელ-ავივი, ისრაელი).