ევრო 2025-ის პლეი ოფი | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ხორვატია #1TVSPORT
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება.
მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსულში მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ივიცა ოლიჩია, რომლის გუნდმაც შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ ბევრი გოლი გაუშვა.
ხორვატიის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება, Transfermarkt-ის შეფასებით, 54.60 მილიონი ევროა. 8-8 მილიონ ევროდ არიან შეფასებული ცენტრალური თავდამსხმელი ანტე კრნაცი („ნორვიჩი სიტი“) და ცენტრალური მცველი ლუკა ვუსკოვიჩი („ვესტერლო“).
ანალიტიკური ვებგვერდი 6 მილიონად აფასებს არინ ლუბიჩიჩს („ლასკი“), 4 მილიონად – თავდამსხმელებს, ფრანიო ივანოვიჩსა („როიალ უნიონი“) და დიონ ბელიოს (ვენის „რაპიდი“), 3,5 მილიონად – მარცხენაფლანგელ გაბრიელ ვიდოვიჩს („მაინცი“).
სხვა ფეხბურთელთა ღირებულება:
ველდინ ჰოჯა, ნახევარმცველი („რუბინი“) – 3.5 მილიონი
მატია ფრიგანი, თავდამსხმელი („ვესტერლო“) – 3 მილიონი
ლოვრო ზვონარეკი, ნახევარმცველი („შტურმი“) – 3 მილიონი
მარინ სოტიჩეკი, გარემარბი („ბაზელი“) – 3 მილიონი
ლუკას კაკავენდა, თავდამსხმელი (ზაგრების „დინამო“) – 2.5 მილიონი
ნიკოლა კავლინა, მეკარე („ოსიეკა“) – 1.3 მილიონი
პირველ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს შინ ითამაშებს. ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთჯერ უთამაშია, მათ შორის, ბოლო სამ ფინალურ ტურნირზე.
15 ნოემბერი | საქართველო V ხორვატია
19 ნოემბერი | ხორვატია V საქართველო