ევრო 2024-ზე მწვრთნელებს გუნდის განაცხადში 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ #1TVSPORT
უეფა-ს ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდების მწვრთნელებს განაცხადში კვლავ 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნებათ.
გასულ კონტინენტის პირველობასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებების განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანა იყო შესაძლებელი, რაც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა.
ევრო 2024-ზე კი კვლავ ძველი წესი ამოქმედდება და მთავარმა მწვრთნელებმა საბოლოო, 23-კაციანი განაცხადი 2024 წლის 7 ივნისამდე უნდა წარადგინონ უეფა-ში.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.