ევრო 2024-ზე მსაჯებთან მიახლოება მხოლოდ გუნდების კაპიტნებს შეეძლებათ #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის მონაწილეებს გამოუცხადა, რომ მატჩების დროს მსაჯებთან მოახლოება მხოლოდ გუნდების კაპიტნებს შეეძლებათ.
ეს ნაბიჯი მიმართულია ისეთი შემთხვევების აღმოსაფხვრელად, როცა ფეხბურთელები ჯგუფებად დგანან მსაჯთან და „ზიანს აყენებენ ფეხბურთის იმიჯს“.
„სიტუაციის გამოსწორების მიზნით, უეფა-ში გვსურს, რომ მსაჯები ხშირად უხსნიდნენ გადაწყვეტილებას ყველა გუნდს, რომლებიც ევრო 2024-ზე მონაწილეობენ. როგორ გავაკეთებთ ამას? იდეა მარტივია: ვთხოვთ ყველა გუნდს, უზრუნველყოს ის, რომ კაპიტანი იყოს ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც მსაჯთან საუბარი შეეძლება.
ჩვენ ვთხოვთ კაპიტნებს, ყურადღება მიაქციონ, რომ მათ თანაგუნდელებს არ ჰქონდეთ ზემოქმედება მსაჯზე, არ შეჯგუფდნენ მის გარშემო და არ ჰქონდეთ პირდაპირი საუბარი არბიტრთან.
ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც არად ჩააგდებს კაპიტნის როლს ან მიუახლოვდება მსაჯს უპატივცემულობის ან პროტესტის ნიშნად, დაისჯება ყვითელი ბარათით.
ცხადია, რომ თუ კაპიტანი მეკარეა, გუნდში უნდა გამოყონ მოთამაშე, რომელიც შეძლებს ამ როლის შესრულებას. თუ ინციდენტი მოედნის საპირისპირო ნახევარზე მოხდება“, – განაცხადა უეფა-ში სამსაჯო საკითხში აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტო როზეტიმ.