ევრო 2024-ზე გატანილი 15 გოლით ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთის ეროვნული გუნდის მიერ 1984 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალურ მატჩში ინგლისი 2:1 დაამარცხა. ესპანელთა მხრიდან შეხვედრაში გოლები ნიკო უილიამსმა და მიკელ ოიარსაბალმა გაიტანეს.
საერთო ჯამში, ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილ გუნდს ევრო 2024-ზე 15 გოლი დაუგროვდა, რითიც ერთ ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლების რეკორდი გააუმჯობესა.
წინა რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა. 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებმა 14 გოლი გაიტანეს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ფინალში მათ ესპანეთი 2:1 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ტურნირის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები დაამარცხა.