ევრო 2024-ზე ახალი ტექნოლოგიის სპეციალურ ბურთს გამოიყენებენ #1TVSPORT
ევრო 2024-ზე სპეციალური ბურთი იქნება გამოყენებული, – წერს გაზეთი The Times-ი.
წყაროს ცნობით, ბურთში ჩამონტაჟებული იქნება მიკროჩიპი, რომელიც კონკრეტულ მომენტში განსაზღვრავს, იყო თუ არა ხელით თამაში. მიკროსქემა იმუშავებს კიდურებზე დაკვირვების ტექნოლოგით, რომელიც საშუალებას იძლევა რეალური დროის რეჟიმში შეიქმნას ფეხბურთელის სხეულის სამგანზომილებიანი გამოსახულება და გაირკვეს, სად მოხვდა ბურთი მოთამაშეს.
აღნიშნავენ, რომ მსაჯებმა უკვე ნახეს საქმეში ახალი ტექნოლოგია და მოიხიბლნენ მისი სიზუსტით.
ასევე, მიკროჩიპი დააფიქსირებს ბურთის დარტყმის ზუსტ დროს, რაც მსაჯებს დაეხმარება იმის დადგენაში, იყო თუ არა თამაშგარე.