ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელი არაევროპული ჩემპიონატებიდან ითამაშებს, მათ შორის, რონალდო, ლაპორტი და სამი ქართველი #1TVSPORT
ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელი არაევროპული ჩემპიონატებიდან ითამაშებს, მათ შორის, რონალდო, ლაპორტი და სამი ქართველი #1TVSPORT

ევრო 2024-ის მონაწილეებმა საბოლოო განაცხადები გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც დამყარდა კონტინენტის პირველობის ახალი რეკორდი – წლევანდელ ევროზე ყველაზე მეტი ლეგიონერი ითამაშებს არაევროპული ჩემპიონატებიდან. სულ ასეთი 26 ფეხბურთელია, აქედან 14 საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს.

საუდის არაბეთი

ალ ნასრი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ალ ნასრი – ემერიკ ლაპორტი (ესპანეთი)

ალ ნასრი – მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია)

ალ ჰილალი – რუბენ ნევეში (პორტუგალია)

ალ ჰილალი – ალექსანდარ მიტროვიჩი (სერბეთი)

ალ ჰილალი – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი)

ალ იტიფაკი – ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები)

ალ იტიფაკი – ჯეკ ჰენდრი (შოტლანდია)

ალ ოჰდუდი – საბა კვირკველია (საქართველო)

ალ ოჰდუდი – ანდრეი ბურკე (რუმინეთი)

ალ იტიჰადი – ნ’გოლო კანტე (საფრანგეთი)

ალ შაბაბი – იანიკ ფერეირა კარასკო (ბელგია)

ალ აჰლი – მერიჰ დემირალი (თურქეთი)

დამაკი – ნიკუშორ სტანჩუ (რუმინეთი)

 

აშშ

ატლანტა იუნაიტედი – საბა ლობჟანიძე (საქართველო)

ატლანტა იუნაიტედი – ბარტოშ სლიში (პოლონეთი)

ჩიკაგო ფაირი – ჯერდან შაქირი (შვეიცარია)

ფილადელფია – დანიელ გაზდაგი (უნგრეთი)

ორლანდო სიტი – დავიდ ბრეკალო (სლოვაკეთი)

ნიუ ინგლენდი – ჰენრიკ რავასი (სლოვაკეთი)

 

კორეა

კვანჯუ – იასირ ასანი (ალბანეთი)

ულსანი – მარტინ ადამი (უნგრეთი)

 

საამიროები

ბანი იასი – ტაულანტ სეფერი (ალბანეთი)

ჰატა – ვერნონ დე მარკო (სლოვაკეთი)

 

კატარი

ალ-მუაიდარი – დენის ალიბეკი (რუმინეთი)

 

ირანი

პერსეპოლისი – გიორგი გველესიანი (საქართველო)

 

* საუდის არაბეთიდან ევრო 2024-ზე 14 ფეხბურთელი ითამაშებს. კრიშტიანო რონალდო და ემერიკ ლაპორტი გრანდების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან. ალექსანდარ მიტროვიჩი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი – სერბეთის ნაკრების ლიდერებად მოიაზრებიან. საფრანგეთის ვარსკვლავურ ნაკრებშიც მოინახა ადგილი 33 წლის ნ’გოლო კანტესთვის.

* შემდეგ მოდის ამერიკული MLS. ამ ჯგუფში გამორჩეულია 32 წლის ჯერდან შაქირი. ორ ფეხბურთელს აგზავნის „ატლანტა იუნაიტედი“ (საბა ლობჟანიძე და ბარტოშ სლიში პოლონეთიდან), თითო ფეხბურთელს – „ნიუ ინგლენდი“ (ჰენრიკ რავასი, სლოვაკეთი), „ორლანდო სიტი“ (დავიდ ბრეკალო, სლოვენია) და „ფილადელფია“ (დანიელ გაზდაგი, უნგრეთი).

* ორნი მიდიან სამხრეთ კორეიდან: იასირ ასანი (ალბანეთი) „კვანჯუდან“ და მარტინ ადამი (უნგრეთი) „ულსანიდან“. ამდენივეს გზავნის არაბეთის გაერთიანებული საამიროების ლიგა: ტაულანტ სეფერი (ალბანეთი, „ბანი იასი“) და ვერნონ დე მარკო (სლოვაკეთი, „ჰატა“).

* თითო ფეხბურთელია კატარის (დენის ალიბეკი, რუმინეთი, „ალ-მუაიდარი“) და ირანის (გიორგი გველესიანი, საქართველო, „პერსეპოლისი“) ჩემპიონატებიდან.

საინტერესოა, რომ ევრო 2020-ზე, რომელიც 2021 წელს გაიმართა, არცერთი ფეხბურთელი არ იყო საუდის არაბეთიდან. სამაგიეროდ, შვიდი ფეხბურთელი იყო MLS-დან, სამი – ჩინეთის ჩემპიონატიდან (მათ შორის, მარკო არნაუტოვიჩი) და ერთი – იაპონიის ლიგიდან (ტომას ვერმალენი).