ევრო 2024 | ვინჩენცო მონტელა - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა #1TVSPORT
ევრო 2024 | ვინჩენცო მონტელა - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა #1TVSPORT

ევრო 2024-ზე თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ შეაფასა.

„ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალის სტატუსს იმსახურებდა. თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. 18 ივნისს 50 წლის გავხდი, ასე რომ, დაბადების დღეზე უკეთეს საჩუქარს ვერც ვინატრებდი.

საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ“.