ევრო 2024 | ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევრო 2024 | ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან.

ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის სასტარტო თერთმეტეული შეარჩია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა (3-4-1-2) – მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

მატჩი ზუსტად ერთ საათში დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.