ევრო 2024 | უკრაინამ სლოვაკეთთან თამაში შემოატრიალა და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს უკრაინისა და სლოვაკეთი ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, უკრაინელებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს, ორი გოლი გაიტანეს და ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 2:1.
ფაქტები
- სლოვაკმა ფეხბურთელმა, ივან შრანცმა ევრო 2024-ზე მეორე გოლი გაიტანა. მან ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიის ნაკრების კარი აიღო.
- ლუკაშ ჰარასლინი სლოვაკეთის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 7 საგოლე მოქმედებაში იყო ჩართული, მან 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
- უკრაინის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ მე-13 შეხვედრაა, რაც გოლს უშვებს.
17′ წუთი. სლოვაკეთის ნაკრების შეტევა ივან შრანცმა გოლად აქცია და უკრაინელები, რომლებმაც ჯგუფში პირველი შეხვედრა (vs რუმინეთი 0:3) დათმეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – 1:0 სლოვაკეთის სასარგებლოდ.
54′ წუთი. მეორე ტაიმი უკრაინილებმა უკეთ დაიწყეს და გოლიც მალევე გაიტანეს. ზინჩენკოს პასით შაპარენკომ ისარგებლა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
80′ წუთი. შაპარანეკომ ამჯერად ასისტი მიითვალა. გოლი კი იარემჩუკმა გაიტანა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
ამგვარად, უკრაინას, სლოვაკეთსა და რუმინეთს თითო-თითო მოგება აქვთ, E ჯგუფის ფავორიტ ბელგიას კი ჯეჯერობით ქულაც არ მოუპოვებია.