ევრო 2024 | თემურ ქეცბაია - ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში უკეთესად ვითამაშებთ #1TVSPORT
ევრო 2024 | თემურ ქეცბაია - ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში უკეთესად ვითამაშებთ #1TVSPORT

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ამაყი ვარ საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლისა თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე.

ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა.

წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს!“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნები“ მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარებენ, 26 ივნისს კი პორტუგალიას ეთამაშებიან.

 

მერაბ მამულაშვილი, პირველი არხისთვის გერმანიიდან.

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო, ჟურნალისტთა ასოციაცია და სპორტის საერთაშორისო ფონდი.