ევრო 2024-სთვის მზადება - საქართველოს ნაკრებს ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა, მიქაუტაძეს დღეს ელიან #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით შეიკრიბა – ამჯერად გუნდს ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა.
„ყარაბაღის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, „ალ ახდუდის“ მცველი საბა კვირკველია, „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი და „ატლანტა იუნაიტედის“ შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
საბედნიეროდ, საშიში არ გამოდგა საბა კვირკველიას ტრავმა, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა და მე-17 წუთზე შეცვალეს. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს დღეს შეუერთდება. ჩვენი გუნდი 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45
ევრო 2024
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00