ევრო 2024 | სლოვენიის ნაკრებმა სერბეთთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური გადამწყვეტ ფაზაში შედის. C ჯგუფში სლოვენიის ეროვნული ნაკრები მიუნხენში სერბეთს შეხვდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სლოვენიამ ამ გამარჯვებით 2 ქულა დააგროვა, ხოლო სერბეთს ერთი ქულა აქვს.
ფაქტები
- 35 წლის და 213 დღის დუშან ტადიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
- სლოვენიის ნაკრებმა, სერბეთთან შეხვედრის ჩათვლით, ბოლო 22 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა.
- 2000 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ანგარიშით წინ იყო.
69′ წუთი. შეხვედრაში პირველი გოლი სლოვენიის ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ჟან კარნიჩნიკმა გაიტანა. მან ელსნიკის გადაცემა გამოიყენა.
90+6′ წუთი. სერბეთმა შეხვედრის გადარჩენა ლუკა იოვიჩის გოლით მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მოახერხა. ივან ილიჩის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მან გოლი თავით გაიტანა და თავის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაუზარდა.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სლოვენია ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი – დანიას.