ევრო 2024 | საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრას შვეიცარიელი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
ევრო 2024-ზე საქართველო-პორტუგალიის მატჩის არბიტრად შვეიცარიელი სანდრო შარერი დაინიშნა, მას კიდეებზე სტეფან ლუპი (გერმანია) და ბეკიმ ზოგაი (შვეიცარია) დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი უკრაინელი ნიკოლაი ბალაკინი იქნება, ვიდეორეფერის ოთახში შვეიცარიელი ფედაი სანი იმუშავებს – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 36 წლის შარერმა მიმდინარე ევრო 2024-ზე უკვე განსაჯა სლოვენიისა და დანიის ნაკრებების მატჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართელოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს გელზენკირხენში, „აუფ შალკე არენაზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.