ევრო 2024 | საქართველოს ნაკრებმა 12,25 მილიონი ევრო გამოიმუშავა #1TVSPORT
პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, უეფა-სგან დამატებით ბონუსს მიიღებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებმა 12,25 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ თანხიდან 9,25 მილიონი ევრო ჩემპიონატზე გასვლისთვის განკუთვნილი თანხაა, 500 ათასი ევრო გუნდმა ჩეხეთთან ფრისთვის მიიღო, ერთი მილიონი – პორტუგალიასთან მოგებისთვის, ხოლო 1,5 მილიონი – მერვედფინალში გასვლისთვის.
საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, კიდევ უფრო მეტი თანხა გამოიმუშაოს, რადგან მეოთხედფინალში გასვლისთვის ბონუსი 2,5 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 331 მილიონი ევროა, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:
9,25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის.
1 მილიონი ევრო – მოგებისთვის.
500 000 ევრო – ფრისთვის.
1,5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის.
2,5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის.
4 მილიონი ევრო – ნახევარფინალში გასვლისთვის.
5 მილიონი ევრო – მეორე ადგილისთვის.
8 მილიონი ევრო – ჩემპიონობისთვის.
მაქსიმალური თანხა, რომელიც ევროპის ჩემპიონს შეუძლია მიიღოს, 28,25 მილიონი ევროა.