ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში სავსე ტრიბუნების თვალწინ ჩატარდა #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში სავსე ტრიბუნების თვალწინ ჩატარდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს, ფელბერტის IMS Arena-ზე ღია ვარჯიში გამართა, რომელიც მაყურებლით სავსე ტრიბუნების თვალწინ და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა – საბა კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ქომაგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.

მომდევნო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) ფელბერტის IMS Arena-ის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixed Zone) იმუშავებს.