ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრა - „ჯვაროსნები“ პოდგორიცაში ევრო 2024-ისთვის გენერალურ რეპეტიციას გაივლიან #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრა - „ჯვაროსნები“ პოდგორიცაში ევრო 2024-ისთვის გენერალურ რეპეტიციას გაივლიან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება დაასრულა. 8 ივნისს გუნდმა გაინბერგში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.

პოდგორიცაში დაგეგმილი მატჩი „ჯვაროსნებისთვის“ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გენერალური რეპეტიცია იქნება. მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი“), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი);

დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა).

ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“ ბათუმი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ).

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:


ამხანაგური მატჩი


9 ივნისი, 22:45 | მონტენეგრო – საქართველო


ევრო 2024


18 ივნისი, 20:00 | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია