ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ფელბერტში მზადებას განაგრძობს - კიტეიშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ფელბერტში მზადებას განაგრძობს - კიტეიშვილს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში ემზადება.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, IMS არენის საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ძირითად ჯგუფთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩისას მიიღო, ხოლო საბა კვირკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები დღეს, 14 ივნისს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გამართავს.

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00