ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება - კიტეიშვილი ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან მატჩისთვის ემზადება - კიტეიშვილი ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება – ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

ყველაზე დიდი ინტერესს ისევ ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობა იწვევს, რომელიც მონტენეგროსთან შეხვედრისას დაშავდა და თურქეთთან მატჩი გამოტოვა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 21 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს.

აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

10:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

18:30 – საქართველოს ნაკრების მატჩის წინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი, ფოლკსპარკშტადიონი).