ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ავსტრიაში სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან ივარჯიშებს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.
31 მაისს ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა, საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან ივარჯიშებს.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „ჯვაროსნები“ 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია