ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ავსტრიაში კიდევ ექვს ფეხბურთელს ელის #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2024-ისთვის ავსტრიაში ემზადება, მორიგი ვარჯიში გამართა.
საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ, მათ გუნდში დახვდნენ: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს ამ კვირიდან დაიწყებს.
9 ივნისს, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები პოდგორიცაში მონტენეგროს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 | თურქეთი – საქართველო
22 ივნისი, ჰამბურგი, 17:00 | საქართველო – ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი, 23:00 | საქართველო – პორტუგალია