ევრო 2024 | საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წლიდან იწყება, როცა პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა (2:2). ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. 1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს და უეფა-ს წევრი გახდა და საქართველომ ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.
მას მერე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვიდჯერ ითამაშა. შვიდივეჯერ წარუმატებლად. მერვე მცდელობაზე საქართველოს ნაკრებმა საწადელს მიაღწია – ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.
ამისთვის მას ორი შანსი მიეცა – შესარჩევი ეტაპი და ერთა ლიგა. შესარჩევზე „ჯვაროსნების“ ჯგუფში თამაშობდნენ შოტლანდია, ესპანეთი, ნორვეგია და კვიპროსი. ჩვენმა გუნდმა 8 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ერთა ლიგაზე კი ოთხგუნდიან ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო ერთის გარდა – მხოლოდ ბულგარეთთან ითამაშა თბილისში 0:0. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა, ხოლო ფინალში – საბერძნეთს. ამ და სხვა შეხვედრების შესახებ ვიდეოებსა და სხვა ამომწურავ ინფორმაციას ქვემოთ იხილავთ.